Sunday, 9 December 2018

ხელოვნება ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში,რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს.თანამედროვე ინტერპრეტაციით,ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს და ტერმინი ერთნაირადშეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას,სკულპტურასა და არქიტექტურას.ვიწრო გაგებით,ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. ფერწერა ხელოვნების ერთერთი უმნიშვნელოვანესი დარგია,რომელმაც განვითრების ბევრი და საინტერესო საფეხური გაიარა.

როკოკო

როკოკო – ბაროკოს შემდგომი ეპოქა იყო ხელოვნების ისტორიაში და 1720-1780 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. XVIII-ის ევროპული ხელოვნების სტილი,რომელსაც საფუძველი საფრანგეთში ჩაეყარა,სახელწოდება კი მიიღო ორნამენტიკიდან,რომლის სახელწოდებაცაა „როკაიდი“ და რომელიც ამ სტილისთვისაა დამახასიათებელი. სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა,ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა(შენობებზეოთახების და დარბაზების შიდა სივრცეში,ავეჯზე,იარაღებზედაა..),რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.ასევე როკოკოს სტილმა უარყო ბაროკოსთვის დამახასიათებელი მონუმენტურობა და დიდი გაქანება.ძირითადად გამოხატულებაპოვა არქიტექტურაში,ფერწერაში,გრაფიკაში.მისთვის დამახასიათებელია საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი გულგრილობა,გამოგონილი განცდების სამყაროსაკენ სწრაფვა,მითოლოგიური და პასტორალური სიუჟეტების დომინირება,სახეების თეატრალობა.როკოკოს ფერწერა(დაზგურისურათები,პანოები,კედლის მოხატულობებიგობელენები)გამოირჩევა კომპოზიციების ასიმეტრიულობით,მოხდენილი,ჩვეულებრივ ღიამკრთალი საღებავების დახვეწილი შეხამებით.როკოკოს სკულპტურა წარმოდგენილია უპირატესად დეკორატიული რელიეფებით,მცირე ქანდაკებებით,ბიუსტებითგამოირჩევა მორთულობითა და სინატიფით.მკაცრად განსაზღვრული ფორმების ნაცვლად როკოკო იყენებს მსუბუქ,ნაზ ხაზებს და ძალზე ხშირად ნიჟარისებულ დაბოლოებებს და ჩარჩოებს.

ჟან ანტუან ვატო – (Jean-Antoine Watteau, 1684-1721) ფრანგულ მხატვრობაში როკოკოს სტილის შემქმნელად და მის უდიდეს წარმომადგენლადაა მიჩნეული. იგი პროვინციულ ქალაქ ვალანსიენში დაიბადა, პარიზში კი 1702 წლისთვის ჩავიდა. პარიზში ვატო პიტერ პაულ რუბენსის მიერ შექმნილი მარია მედიჩისადმი მიძღვნილი ფერწერული ტილოთი ინტერესდება, რომელიც იმ დროისთვის ლუქსემბურგის სასახლეში იყო გამოფენილი. იგი ასევე გატაცებულია XVI საუკუნის ვენეციელი მხატვრების ტიციანისა და ჯორჯონეს ფერწერული ნამუშევრებითა და ნახატებით; ვატო მათ ნამუშევრებს პარიზელების კერძო კოლექციებში ეცნობა. ითვისებს რა წარსული ხელოვნებიდან თავისუფალ, სწრაფ მონასმსა და მდიდარ ფერადოვნებას, ვატო თავისი დროის სულისკვეთების ამსახველ ნატიფ სტილს ქმნის. 

მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია "ჟერსენის აბრა''. 

1-3 ჟან ანტუან ვატო. ჟერსენის აბრა, დაახლ. 1721; ტილო, ზეთი, 1.62X3.06 მ. პრუსიის სასახლეებისა და ბერლინ-ბრანდენბურგის ბაღების ფონდი, შარლოტენბურგის სასახლე.

ვარდისფრად მოლივლივე ატლასის კაბით მოსილი, სურათის მარცხენა მხარეს გამოსახული ქალი ზღურბლს ისე აბიჯებს, რომ უყურადღებოდ ტოვებს თანმხლები მამაკაცის მისკენ გაწვდილ ხელს, რათა სურათების ჩალაგების პროცესს თვალი მიადევნოს. სანამ ერთ-ერთი მტვირთავი სარკეს იჭერს, მეორე ლუდოვიკო XIV-ის პორტრეტს ხის ყუთში ფრთხილად ათავსებს. მონარქის პორტრეტი, რომელიც, შესაძლებელია, ჟერსენის მაღაზიის სახელწოდებაზე - Au Grand Monarque (დიდი მონარქისთვის) - მიანიშნებს, თავისებურად ასახავს ექვსი წლით ადრე მომხდარ ისტორიულ ფაქტს - ლუდოვიკო XIV-ის გარდაცვალებას.დროის წარმავლობისა და ცვალებადობის განცდა სურათის სხვა ელემენტებშიც ვლინდება. მარცხენა მხარეს, ზუსტად ლუდოვიკოს პორტრეტის თავზე გამოსახული დიდების ალეგორიული ფიგურით დაგვირგვინებული საათი, რომლის ქვემოთ შეყვარებული წყვილის სკულპტურებია მიმაგრებული, სიკვდილის (memento mori - გახსოვდეს სიკვდილი) გარდაუვალობის შეხსენებაა; შეხსენება იმისა, რომ სიყვარულსა და დიდებას, ორივეს, დრო გაანადგურებს. გამხმარი ბალახი წინა პლანზე, დახლთან მჯდომი სარკეში მომზირალი ახალგაზრდა ქალი სურათის მარჯვენა ნაწილში ვანიტასის ცნობილ სიმბოლოებს წარმოადგენს; სარკეები, მათში მომზირალი ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, ბაროკოს პერიოდიდან მოყოლებული, ადამიანის არსებობის სიმყიფის, ცხოვრების ამაოების აღმნიშვნელი სახეებია. 

მანიერიზმი

მანერიზმი ასევე ცნობილია გვიანი რენესანსის სახელით. ეს არის მიმდინარეობა ხელოვნებაში 1520-80 წლებში როცა რენესანსულმა ხელოვნებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია საგნებისა და სხეულების უნაკლო გამოსახვაში. ზოგიერთი ხელოვანი უარს ამბობს პროპორციების სიზუსტეზე, ფერთა ჰარმონიაზე და მიზნად ისახავს უფრო ემოციური და არტისტული ეფექტის მოხდენას. მანერიზმს ახასიათებს დანაწევრებული სივრცე, ბუნდოვანი და არეული სურათი, სხეულთა დეფორმაცია და მოძრაობით გამოსახვა. დინამიურობისა და მოძრაობისადმი ინტერესით მანერიზმი ბაროკოს მოასწავებს, ამიტომ მას ზოგჯერ პრებაროკულ პერიოდადაც მოიხსენიებენ.

ბაროკოსა და მარენიზმის ზოგადი პრინციპები:
  • ·         ორივე არის მოძრაობის, დინამიურობის ხელოვნება, მაგრამ მანერიზმში მთავარია სტილისტური ვირტუოზულობა, ბაროკოში კი გამომსახველობა.
  • ·         მანერიზმში მთლიანობა დანაწევრებულია , დეცენტრალიზებული. ბაროკოში კი- რთული და გლობალური.
  • ·         მანერიზმი სამეფო კარის ხელოვნებაა , ბაროკო კი მიმართავს ფართო პუბლიკას და მისი მიზანი ხალხის დარწმუნება, მოხიბვლა. 

ერთ-ერთი ცნობილი მანიერისტული ნამუშევარია ჯაკოპო პონტორმოს ''იოსები ეგვიპტეში''.  იოსები ბიბლიური პერსონაჟია. იოსების ყოფნა ეგვიპტეში კი - ბიბლიური ამბავი. პონტორმომ ნახატზე ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ნახატზე გამოსახულ სცენებს არაფერი აქვთ საერთო იაკობის ბიბლიურ ამბავთან. აქ არც ჩაცმულობა და არც შენობები და ფერები ჰგავს ბიბლიაში აღწერილ ამბავს. ყველასათვის კარგად ნაცნობი იაკობის აღქმაც კი უჭირს მნახველს.

Simon Vouetღვთისმშობელი და ბავშვი

ვარდის სიმბოლიკა ძირითადად მარიამ ღვთისმშობელთან არის დაკავშირებული. ღვთისმშობელს, რომელსაც იტალიურ ფერწერაში გამოსახავდნენ, როგორც Santa Maria De La Rosa. როგორც ხედავთ, ღვთისმშობელს ხელში ვარდი უჭირავს. ის სილამაზის, სრულყოფილებისა და კეთილსურნელების გამო სამოთხის ყვავილად არის მიჩნეული. ქრისტიანულ სიმბოლიკაში თეთრი ვარდი განასახიერებს უმანკოებას, სიწმინდეს, უბიწოებას და ქალწულ მარიამს. 

მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო

კარავაჯოს შემოქმედებამ წერტილი დაუსვა მანერიზმის ხანას, იმ თვალსაზრისით, რომ მან უარი თქვა ფორმათა უტრირებაზე ნახატის კომპოზიციაში. რისი მიღწევაც სურდათ მანერისტებს ამ მანერისტული დეფორმაციით, ხშირად ქაოტურობით იგი აღწევს ისევ პროპორციულ, კარგად აგებულ ფორმებს, და ამასთან ერთად ამას აკეთებს ახალი მხატვრული წყობით.
კარავაჯო და ზოგადად ბაროკოს ეპოქა უარს ამბობს იდეალიზაციაზე და ამას აკეთებს მძაფრად სახასიათო სახეებისა თუ ფორმების ჩვენებით. მისი შემოქმედების პირველ ეტაპზე ჯერ კიდევ მოსჩანს იდეალიზაცია, თუმცა კონკრეტული ფორმებისკენ სწრაფვაც შეინიშნება, პირველ რიგში ნატურმორტებში, რომელთაც იგი ხშირად ათავსებს თავის კომპოზიციებში- „ბახური“, „ლუტნისტი“. მეორე ფაქტორია კომპოზიცია. საგნობრივი კომპოზიცია, რომელიც მიმართულია დინამიური, მძაფრი ხასიათის მქონე წყაროზე, არა რაოდენობის ხარჯზე(რასაც ადგილი ჰქონდა მანერიზმის ხანაში)არამედ ერთიანი რიტმული წყობის საშუალებით, ფორმათა ურთიერთ შერწყმაზე. 
კარავაჯოს მისწრაფება შექმნას მძაფრად სახასიათო ტიპაჟი ძალიან კარგად ჩანს მის ტილოში „ანგელოზი მათეს აწერინებს სახარებას“, რომელშიც ის მათეს გვისახავს, როგორც თავმოტვლეპილ, დაკუნთულ და ჯმუხ ბომჟს, რომლის გარეგნობა არ მოდის კონტექსტში მშვენიერ, ლამაზ ანგელოზთან.

Tuesday, 4 December 2018

ხელოვნება ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში,რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს.თანამედროვე ინტერპრეტაციით,ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს და ტერმინი ერთნაირადშეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას,სკულპტურასა და არქიტექტურას.ვიწრო გაგებით,ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. ფერწერა ხელოვნების ერთერთი უმნიშვნელოვანესი დარგია,რომელმაც განვითრების ბევრი და საინტერესო საფეხური გაიარა.

როკოკო 

როკოკო –  ბაროკოს შემდგომი ეპოქა იყო ხელოვნების ისტორიაში და 1720-1780 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. XVIII-ის ევროპული ხელოვნების სტილია,რომელსაც საფუძველი საფრანგეთში ჩაეყარა,სახელწოდება კი მიიღო ორნამენტიკიდან,რომლის სახელწოდებაცააროკაიდიდა რომელიც ამ სტილისთვისაა დამახასიათებელი. სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა,ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა(შენობებზე, ოთახების და დარბაზების შიდა სივრცეში,ავეჯზე,იარაღებზედაა..), რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.ასევე როკოკოს სტილმა უარყო ბაროკოსთვის დამახასიათებელი მონუმენტურობა და დიდი გაქანება.ძირითადად გამოხატულებაპოვა არქიტექტურაში,ფერწერაში,გრაფიკაში.მისთვის დამახასიათებელია საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი გულგრილობა,გამოგონილი განცდების სამყაროსაკენ სწრაფვა,მითოლოგიური და პასტორალური სიუჟეტების დომინირება,სახეების თეატრალობა.როკოკოს ფერწერა(დაზგურისურათები,პანოები,კედლის მოხატულობები, გობელენები)გამოირჩევა კომპოზიციების ასიმეტრიულობით,მოხდენილი,ჩვეულებრივ ღია, მკრთალი საღებავების დახვეწილი შეხამებით.როკოკოს სკულპტურა წარმოდგენილია უპირატესად დეკორატიული რელიეფებით,მცირე ქანდაკებებით,ბიუსტებით, გამოირჩევა მორთულობითა და სინატიფით.მკაცრად განსაზღვრული ფორმების ნაცვლად როკოკო იყენებს მსუბუქ,ნაზ ხაზებს და ძალზე ხშირად ნიჟარისებულ დაბოლოებებს და ჩარჩოებს.